10:33 - 19 Apr, 2019
2019-04-08 16:49:11, 651 ნახვა
ალექსანდრე ლუკაშენკო: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მას და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საერთო მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავდათ, - ამის შესახებ ლუკაშენკომ თურქეულ გამოცემა Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ამასთან, ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ პეტრო პოროშენკო გაიმარჯვებს. 

"მაინც იმისკენ ვიხრები, რომ უკრაინში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი ლიდერი, პეტრო პოროშენკო გაიმარჯვებს. არ დავიწყებ ანალიტიკოსობას და ორი კანდიდატის ერთმანეთთან შედარებას. ერთს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეორე კი მხოლოდ კინოში მინახავს. ერთ რამეს გეტყვით: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი. როცა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არჩევნებს ატარებდა, მან ჯერ კონსტიტუცია შეცვალა, მერე კიდევ რაღაცა და ხალხს ხუმრობა-თამაშები დაუწყო. ამ ყველაფრის გამო, მას საქართველს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. იმისათვის, რომ პოროშენკოს სახურავზე აძრომა და იქიდან უკრაინელებისთვის დახმარების თხოვნა არ მოუწიოს, რომ დაიცვან, ის ყველაფერს გააკეთებს. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობამ მას მხარი დაუჭიროს", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics