16:20 - 21 Apr, 2019
2019-04-08 13:25:58, 572 ნახვა
იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა.

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 აპრილს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიისგაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის (Jack SebastianShepherd/Sheperd/Sheppard; დაბ. 17 აგვისტო 1987 წელი) ექსტრადიციის თაობაზე.

ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 მარტის განჩინებას ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, რომელიც ჯ. შეფერდის მიერ საქართელოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა.
ასევე, ბრძანებაში მითითებულია, რომ ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ძირითად ინტერესებს, და ასევე არ არსებობს ჰუმანიტარულ ან სხვა გარემოებათა გამო ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.

ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ანალიზის შედეგად, იუსტიციის მინისტრმა დაადგინა, რომ  ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საფრთხე არ ექმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 ანდა მე-8 მუხლების დარღვევის რისკი. 

ექსტრადიციის შესახებ ბრძანება აღსასრულებლად გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომელსაც დაევალა ჯ. შეფერდის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებისათვის გადაცემა კანონით დადგენილი წესითა და ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის შედეგად დადგენილ ვადაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics