10:45 - 19 Apr, 2019
2019-04-08 12:07:05, 633 ნახვა
მალტაში მომხდარი სროლის დეტალებზე, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, ადგილობრივი მედია წერს

მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა, ადგილობრივი მედია დეტალებს ავრცელებს.

სააგენტო MaltaToday იტყობინება, რომ შემთხვევა შაბათს ღამე მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს 45 წლის მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით მიიმალა. მანამდე მან 3 მიგრანტს ცეცხლი გაუხსნა. 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე მომხდარიყო. ამ ეტაპზე პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს კონსული ადგილობრივ სამართლადამცავებთან მუდმივ კავშირზეა.

ამასთან დაჭრილი პირის იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულება და დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე შეუძლებელია. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics