08:10 - 24 Apr, 2019
2019-04-08 12:04:19, 719 ნახვა
ბაბუის ანგარებით მოკვლისთვის დაკავებულებს 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ბრალდებულები გ.გ.  და მ.კ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში გ.გ. და მ.კ. ამ უკანასკნელის პაპის - ჯ.კ.-ს მოკვლისა და მისი თანხის დაუფლების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და ჯ.კ.- ს დანებით  სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ რომ ჯ.კ. გარდაიცვალა, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და  გ.გ. -ს და მ.კ.-ს  სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics