16:42 - 21 Apr, 2019
2019-04-08 10:55:08, 521 ნახვა
შსს-მ დიღმის მასივში მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს დიღმის მასივში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა - ვაჟა სირაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„დიღმის მასივში დღეს ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ მოხდა გაზის აფეთქება. ადგილზე მოხდა იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფის. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიღებული დაზიანებების გამო 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს  ყველა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს.

კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია და ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. სიტუაცია კონტროლს  ექვემდებარება“,  - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics