16:50 - 21 Apr, 2019
2019-04-05 11:54:06, 527 ნახვა
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, ძარცვისთვის ნასამართლევმა გ.მ.-მ, ქ.ბათუმში, უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს "თაიმს"-ში და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით შეეცადა დაუფლებოდა 10693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტას, რა დროსაც იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

 გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და მესამე ნაწილის ,,ა'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics