16:22 - 21 Apr, 2019
2019-04-04 19:22:49, 553 ნახვა
იზორია: რაც თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არცერთი მანქანა პირადი თუ სამსახურეობრივი სარგებლობისთვის არ შეგვიძენია

„რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი, პირადი თუ სამსახურეობრივი სარგებლობისთვის არ შეგვიძენია, მაგრამ მე თქვენთვის წამოვიღე სტატისტიკა, თუ რა შეიძინეს 2012 წელს და სხვა წლებში - კოლოსალური თანხებია დახარჯული, განა ტანკებისთვის ან საბრძოლო მზადყოფნისთვის დაიხარჯა. მე პირადად გადავაადგილდები 2008 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანით და თუ ზოგჯერ ვსარგებლობ ჯიპით, ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწევს საველე პირობებში, სწავლებებზე ან რეგიონში გასვლა, ასე რომ გთხოვთ ამას განსაკუთრებით მიაქციოთ ყურადღება“.

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

 

(NS)

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics