17:28 - 27 May, 2019
2019-04-04 19:01:23, 1400 ნახვა
თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე ისაუბრა

პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზეც გაამახვილა და რამდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა.

„წელს დავასრულებთ საერთო საჯარისო ცენტრის მშენებლობას, სადაც თითოეული გვარეობის მიხედვით ოფიცრები სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ. ერთ თვეში საქართველო-საფრანგეთის კონტრაქტით გათვალისწინებული გარემონტებული სამხედრო ბაზა გვექნება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და მის კეთილმოწყობას, სტოლტენბერგმა, პირად საუბარშიც მითხრა, თუ რა პროგრესს ხედავს აღნიშნულ ცენტრში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, - აღნიშნა იზორიამ.

მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება გორში ბინების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც 180 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. ლევან იზორიამ ყურადღება, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებში მიმდინარე და დაზვერვის ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაამახვილა. მან სამხედრო ნაწილების სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის შეძენის შესახებაც ისაუბრა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics