17:39 - 27 May, 2019
2019-04-04 18:46:10, 1283 ნახვა
ლევან იზორია - შევძელით და ძირითადად ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ

„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიამ ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რაზეც მიმართულია ბიუჯეტი - ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა წვრთნა და შენარჩუნება.

„თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური, პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად, შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის:  ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა“, - აღნიშნა იზორიამ.

მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის განაწილება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ხდება: „დღეს  ბიუჯეტის მართვა არის, სწორედ, გონივრული განაწილება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. ნატოს სტანდარტის მიხედვით, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია, წელს ჩვენ ამ მიმართულებით 48% გვაქვს. შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატოს სტანდარტს და გვაქვს 24%, რაც ხაზგასმით აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისი განცხადებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ფინანსური კუთხით დღეს ნატოსთვის მთავარი სტანდარტია. საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%- ის ფარგლებში ფინანსებს, იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics