08:32 - 20 Apr, 2019
2019-04-04 13:32:02, 574 ნახვა
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰერონის" არაერთგზის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონოდ გასაღებისთვის ნასამართლევმა ა.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 0,6932 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც 2018 წლის 27 და 29 ივნისს ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში,  ნაწილ-ნაწილ 640 ლარის სანაცვლოდ  მოქალაქეზე გაასაღა.

„სამართალდამცველებმა ა.ი. 2018 წლის 2 აგვისტოს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით  (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics