11:13 - 19 Apr, 2019
2019-04-03 16:46:06, 818 ნახვა
ჩიკაგოს მერად ღიად ლესბოსელი, შავკანიანი ქალი აირჩიეს

პირველად ისტორიაში, ჩიკაგოში გამართულ არჩევნებში, შავკანიანმა, ღიად ლესბოსელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ Kommersant.ru იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ადვოკატმა, 56 წლის ლორი ლაითფუთმა ხმების 74% მიიღო. აღსანიშნავია, რომ მანამდე მას არც ერთი მაღალი თანამდებობა არ დაუკავებია. ლაითფუთის ჩათვლით სულ ჩიკაგოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძოდა, რამაც რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა. 

მედიის ცნობით, ლაითფუთმა კონკურენტი არჩევნებში ასევე შავკანიანი ქალი - 72 წლის ვეტერანი პოლიტიკოსი ტონი პრეკვინკლი იყო. გარდა ამისა, ახალი მერის გარდა 50-%-იანი ბარიერი ვერც ერთმა სხვა კანდიდატმა ვერ გადალახა. ლორი ლაითფუთმა ქალაქის 50-ვე ოლქში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics