10:08 - 24 Apr, 2019
2019-04-01 13:42:38, 1095 ნახვა
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ცესკო-ს თავმჯდომარე ტატიანი სლიპაჩუკზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც სლიპაჩუკმა განმარტა, ამ დროისთვის ხმების 70%-ია დათვლილი. მისივე თქმით, ნათელია, რომ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ს. 

ცნობისთვის, მეორე ტურში ერთმანეთს ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან. პირველადი შედგებით არჩევნების პირველი ტურის მიხედვით, ზელენსკი ლიდერობს. მსახიობმა ამ დროისთვის ხმების 30.45% მოაგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ 16.19%. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics