11:11 - 19 Apr, 2019
2019-03-28 14:21:25, 856 ნახვა
აშშ და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ინფორმაციით, თეთრი სახლი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც პომპეომ განმარტა, ერთობლივი სანქციები მომავალ კვირაში ამოქმედდება და ისინი უკრაინაში კრემლის აქტივობას უკავშირდება.

"იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას შემეძლება გამოვაცხადო ახალი სანქციების შესახებ. ვაშინგტონში 3-4 აპრილს იგეგმება ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრა და ალბათ შესაბამის განცხადებას სწორედ ამ სამიტის ფარგლებში გავაკეთებ", - განაცხადა მაიკ პომპეომ, თუმცა არ განმარტა უშუალოდ რა სახის სანქციებზეა საუბარი. 

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში, აზოვის ზღვასა და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პასუხი უნდა აგოს. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics