17:28 - 27 May, 2019
2019-03-27 18:00:25, 1369 ნახვა
ლევან იზორია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ავიაციის მთავარი მარშალის სერ სტიუარტ პიჩის თავმჯდომარეობით ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.

როგორც საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა, ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მტკიცე თანამშრომლობის დემონსტრირებაა. მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ძალისხმევა სტრატეგიული მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას.

ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ნატოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან პრაქტიკულ მექამიზმს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა.

დღესვე სასტუმრო „ბილტმორში“ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP). ვიზიტი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასრულდება, სადაც ალიანსის სამხედრო წარმომადგენლები ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics