07:10 - 23 May, 2019
2019-03-26 16:29:41, 1238 ნახვა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულებისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის დატოვების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ მარტინ ჰერემს ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ესტონურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ესტონეთის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა.

გენერალურ შტაბში გამართულზე შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
მოგვიანებით ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღესვე, ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას შეხვდა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელი გენერალი საქართველოს ეროვნულს გვარდიას, სპეციალური ოპერაციებს ძალებს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვევა.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics