10:33 - 19 Apr, 2019
2019-03-26 12:59:01, 897 ნახვა
ისრაელმა ღაზას სექტორზე სამხედრო იერიში მიიტანა - კონფლიქტი გრძელდება

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე სამხედრო იერიში მიიტანა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყენა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ისრაელმა 15-ზე მეტი შეტევა განახორციელა. ამასთან, როგორც სამხედროები ამბობებ, ისინი მზად არიან შეტევები გააგრძელონ. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ღაზას სექტორიდან სულ მცირე 30 რაკეტა იყო გაშვებული და რამდენიმე რაკეტის ბლოკირება სამხედროება შეძლეს. 

მედიის ცნობით, ღაზას სექტორთან მდებარე რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი გადაიდო. გარდაცვლილების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. 

მორიგი დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც, გავრცელდა ინფორმაცია ღაზას სექტორიდან ახალი რაკეტების გაშვების შესახებ. Bloomberg-ი წერს, რომ რაკეტა ქალაქ ქფარ საბას ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ახალშობილი. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics