10:10 - 24 Apr, 2019
2019-03-26 12:48:51, 1076 ნახვა
პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყო

პენტაგონმა 1 მილიარდი დოლარი გამოყო მექსიკასთან საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობისთვის, - შესაბამისი ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა გასცა. თანხა გამოყენებული იქნება იუმასა [არიზონას შტატი] და ელ-პასოში [ტეხასი] საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის ბარიერის ასაშენებლად. ასევე თანხა დაიხარჯება გზების რეაბილიტაციასა და განათებების დამონტაჟებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. თებერვლის შუა რიცხვებში თეთრი სახლის პრეზიდენტმა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics