08:11 - 24 Apr, 2019
2019-03-26 11:22:00, 1723 ნახვა
მატჩის წინ: საქართველო VS ირლანდია

ევრო 2020–ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში ირლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

 

epn.ge  წარმოგიდგენთ ყველაფერ საინტერესოს, რაც აღნიშნული მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ.
 

ტრავმირებულები

 

შვეიცარიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მუხლის დაზიანების გამო ჯანო ანანიძე გამოაკლდა. სამაგიეროდ, ჩვენს გუნდს დაუბრუნდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც პირველ ტურში მუხლის დაზიანების გამო იუქმა. განაცხადში იქნება თორნიკე ოქრიაშვილიც.

 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, მათ მთავარი ბომბარდირი შეინ ლონგი არ ეყოლებათ. "საუთჰემპტონის" შემტევს არც გიბრალტართან უთამაშია.

                                                მწვრთნელების კომენტარები
მიკ მაკარტი (ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი):
 "საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურე. ვიცი, რომ ისინი პროგრესირებენ. შვეიცარიასთან 0:2 წააგეს, თუმცა მაინც კარგად ითამაშეს. შინ ვთამაშობთ, სადაც ჩვენი გულშემატკივრები იქნებიან და ვალდებულნი ვიქნებით, რომ მოვიგოთ."

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ირლანდიასთან თამაშისთვის გარკვეული ცვლილებების გაკეთება მომიწევს, რადგან შვეიცარიასთან პირველი თამაში წავაგეთ და ახლა ქულები აღარ უნდა დავკარგოთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ. ირლანდიას კარგად ვიცნობ და მათგან საფრთხეს ყოველთვის უნდა მოველოდეთ, განსაკუთრებით, სტანდარტების დროს. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ გოლი აუცილებლად გასატანი გვაქვს."

                                                       ურთიერთშეხვედრები

 

საქართველოს ნაკრები ირლანდიას 21–ე საუკუნეში 9–ჯერ დაუპირისპირდა და გამარჯვება ვერცერთხელ ვერ მოიპოვა. "ჯვაროსნების" სტატისტიკა ბრიტანელთა წინააღმდეგ შემდეგნაირია – 8 წაგება, 1 ფრე.

 

29/03/2003 საქართველო - ირლანდია 1:2
11/06/2003 ირლანდია - საქართველო 2:0
06/09/2008 საქართველო - ირლანდია 1:2
11/02/2009 ირლანდია - საქართველო 2:1
02/06/2013 ირლანდია - საქართველო 4:0
07/09/2014 საქართველო - ირლანდია 1:2
07/09/2015 ირლანდია - საქართველო 1:0
06/10/2016 ირლანდია - საქართველო 1:0
02/09/2017 საქართველო - ირლანდია 1:1
                                                             
                                                                მსაჯები

 

ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირებას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. სერდარ გოზუბუიქს ჩარლზ ჩააპი და იან დე ვრაისი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯიც ჰოლანდიელი დენის ჰიგლერი იქნება.

 




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics