10:33 - 19 Apr, 2019
2019-03-22 14:29:51, 920 ნახვა
აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში - 47 ადამიანი დაიღუპა, 640 კი, დაშავდა [ექსპრესვიდეო]

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 640 ადამიანი დაშავდა, აქედან 90 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 38 პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 

მედიის ცნობით, აფეთქება ქარხანაში ღამის 2 საათზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე მეხანძრეებმა აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, თუმცა სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სეისმიურმა სამსახურმა აფეთქების დროს 2.2. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა აფეთქების გამომწვევი მიზეზი. 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics