18:05 - 27 May, 2019
2019-03-22 13:06:18, 1870 ნახვა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორიას მადლობას უხდის

თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ მ. შანაჰანიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას წერილი გამოუგზავნა.

იგი წერილში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს აღნიშნავს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.

„სასიამოვნო იყო თქვენთან და პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.  ვაფასებ, თქვენი და თქვენი გუნდის უდიდეს ძალისხმევას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების საქმეში და ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს. 

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი დისკუსიისთვის. ველი თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას დიპლომატიისა  და  თავდაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია პატრიკ მ. შანაჰანის წერილში.


 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics