10:09 - 24 Apr, 2019
2019-03-21 13:04:20, 1650 ნახვა
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატად შალვა შავგულიძე იქნება.

"ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ არჩევნებზე. ჩვენი თანამშრომლობა დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვასა და ღირებულებებს, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა დაცვა, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ვიხედებით მომავლისკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და დღის წესრიგი. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობას დავუტოვოთ ქვეყნის შიგნით და საგარეო თვალსაზრისით მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და სამართლიანი, ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა თანამშრომლობა", - განაცხადა შავგულიძემ.

მაშინ, როდესაც "ოცნება" მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანს“ აბარებს სასამართლოს, ჩვენ შალვა შავგულიძეს მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად წარვადგენთ - ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შავგულიძე მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დეპუტატი და ასევე, თუ როგორ შეიძლება, შეცდომები გამოცდილებად იქცეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics