სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:21 - 24 May, 2019
2019-03-17 22:15:04, 1807 ნახვა
ვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 19 წლის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.


ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმის გამო ჩვენი გუნდის განაცხადში, შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვის, არ არის, თუმცა "გენტმა" დღეს, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" შეხვედრისთვის 18-კაციან სიაში შეიყვანა.

"ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია, მასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას "გენტთან" ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ჩვენმა ექიმმაც გასინჯა ის, სიტუაცია მარტივი არ არის. მას მუხლი აქვს შესიებული და ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა ოპერაცია?

გიორგი 2 დღე მუშაობდა პირველ გუნდთან ერთად. ვნახოთ, იქნება თუ არა დღეს საბოლოო განაცხადში. მას ასპროცენტიანი სათამაშო კონდიცია არ აქვს. ჩაკვეტაძე უნიჭიერი მოთამაშეა, 19  წლის ასაკში ნაკრების წამყვანი მოთამაშე და ბომბარდირია. დარწმუნებული ვარ, სიტუაციას ნათელი მოეფინება." - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს, 27 მარტს კი ირლანდიის ნაკრებს დუბლინში დაუპირისპირდება.
 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics