13:20 - 22 May, 2019
2019-03-16 12:02:05, 467 ნახვა
ქაცარავა - გვეუბნებიან რომ ხურვალეთში სიმშვიდეა, თუმცა არსებული მდგომარეობა საკუთარი თვალით უნდა ვნახო

გვეუბნებიან რომ ხურვალეთში სიმშვიდეა, თუმცა არსებული მდგომარეობა საკუთარი თვალით უნდა ვნახო, - ამის შესახებ ნტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა.

სამოქალაქო აქტივისტები  საგუშაგოსთან არიან შეკრებილები. ისინი 12:00 საათისთვის გეგმავენ იმ ადგილზე შესვლას, სადაც მათი თქმით, გუშინ რუსი სამხედროები შენიშნეს.

„ვფიქრობთ, რომ პოლიცია არ მოგცემს შესვლის შესაძლებლობას. ვესაუბრე ლუდა სალიას, ის ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა და იქ რუსების გადაადგილება არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მინდა, საკუთარი თვალით ვნახო არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა დავით ქაცარავამ.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ხურვალეთის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სუს-მა არ დაადასტურა და ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისიას დაუდასტურებია. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics