10:54 - 23 Mar, 2019
2019-03-15 20:23:57, 290 ნახვა
მაია ბითაძე: გენგეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯია

ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი. ასე შეაფასა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა, - ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს მიერ აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

„გენერალური გეგმის მიღებას ვულოცავ ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომელიც ასე ცდილობდა, რომ გენერალური გეგმა ძალიან ცუდად წარმოეჩინა. გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯია. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - გენერალური გეგმის აღსრულება, რაც ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას, 10-15 წელიწადში თბილისში ვიხილოთ ისეთი უბნები, რომლებიც ნამდვილად ეკონომიკურ ღირებულებას შემატებს ჩვენს ქალაქს; ვიხილოთ ისეთი გამწვანებული პარკები, როგორიც ძალიან დიდი ხანია, არ შეგვიქმნია; ასევე, ისეთი შენობები, რომლითაც შეგვეძლება, ვიამაყოთ მომდევნო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, გენერალური გეგმა უკვე აშენებულ შენობებს და გაცემულ ნებართვებს ვერაფერს უზამს, თუმცა ვფიქრობ, თბილისში ჯერ კიდევ არის ის პოტენციალი, რომ ქალაქი სწარად განვითარდეს და  ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ნამდვილად ღირსეული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics