18:10 - 18 Mar, 2019
2019-03-15 20:09:00, 178 ნახვა
ბრიტანეთის საელჩო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე: მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამ საკითხზე განმარტების გაკეთება

დიდი ბრიტანეთის საელჩო ოკუპირებულ გალის რაიონის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამ საკითხზე განმარტების გაკეთება

„მწუხარებას გამოვთქვამთ აფხაზეთში რუსეთის ობიექტზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამ საკითხზე განმარტების გაკეთება. საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების არ შეშვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ ტიპის ტრაგედიებს უფრო შესაძლებელს ხდის“, - ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics