11:09 - 23 Mar, 2019
2019-03-15 18:30:37, 291 ნახვა
ხურვალეთის მკვიდრი - რუსი ჯარისკაცები ბატონისაშვილების ბაღში ავტომატებით იდგნენ

„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით - მინიმუმ 8“, - ამის შესახებ სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ სოფელში რუსი ოკუპანტების გამოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგოც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაინახა რამდენიმე ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის ბაღში იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, ბაღში მეორედ ასვლის შემდეგ, რუსი ოკუპანტები ადგილზე აღარ დახვდნენ.

„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით, ფეხები გაშლილი აქვთ და სახეზე ნიღბები, მინიმუმ, რვა. ახალი ტერიტორია აითვისეს - კოშკურის აქეთ ბატონისაშვილების ბაღში იდგნენ. მეორეჯერ რომ მივედი უკვე არ იდგნენ, მგონი, გააწევინეს უკან“, - განაცხადა ლუდა სალიამ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ.  ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს. აქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება. მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics