13:23 - 19 May, 2019
2019-03-15 18:18:36, 604 ნახვა
გიორგი ჩიქოვანმა CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი გიორგი ჩიქოვანი კომპანია Cambridge Energy Research Associates-ის (CERA) მიერ განხორციელებული უმსხვილესი ენერგეტიკული კონფერენციის CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს დამკვირვებლის სტატუსით (P-TEC Ministerial Investment Forum) დაესწრო.

2018 წელს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ სამი ზღვის სამიტის ფარგლებში ბუქარესტში გააჟღერა აშშ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამი ზღვის ინიციატივის თემების გაფართოების მიზნით, პარალელურად, ახალი პლატფორმის შექმნას და ენერგეტიკულ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაზრდას.

აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც დაერქვა ტრანსატლანტიკური ენერგო-თანამშრომლობის პარტნიორობა (The Partnership for Transatlantic Energy Cooperation (P-TEC)), პირველ ეტაპზე მოიაზრებს სამი ზღვის ინიციატივის ქვეყნების გაწევრიანებასა და აქტიურ მონაწილეობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების და შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსის ფარგლებში.

P-TEC-ს გაზრდისა და გაფართოების შემდგომ ეტაპზე მოიაზრება იმ ქვეყნების გაწევრიანება, რომლებიც არ არიან სამი ზღვის ინიციატივის წევრები, მაგრამ არიან ევროკავშირთან გაწევრიანების ასპირანტები, მათ შორის საქართველოსიც.

CERAWeek-ის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკული კვირეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰიუსტონში 11-15 მარტს იმართება.

 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics