03:00 - 24 Mar, 2019
2019-03-15 16:50:07, 273 ნახვა
თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

აქტიურია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის გაზრდილ ტურისტულ მიმოსვლაზე. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების განვითარების პოტენციალი და დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება ამ მიმართულებით.

„აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება კულტურულ-ისტორიული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას. მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლად გაზრდილია ტურისტული კავშირები და იგეგმება კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესდება" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს. ბულგარეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორთა პირველ ათეულშია. 2018 წლის მონაცემებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 9 მილიონით გაიზარდა. საქართველოში მოქმედებს 16-მდე ბულგარული კომპანია. მათ შორის ოთხი - აჭარაში.

აღსანიშნავია თანამშრომლობა ბათუმისა და ბურგასის ნავსადგურებს შორის. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ბურგასისა და ბათუმის პორტებს შორის თვეში 4-ჯერ მოძრაობს ბორანი, რომელსაც მგზავრები და სატვირთო ავტომობილები გადაჰყავს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics