13:18 - 19 May, 2019
2019-03-15 16:42:34, 501 ნახვა
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ჰ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ჰ.  2018 წლის 7 მაისს, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო - გამშვებ პუნქტ ,,კარწახის" გავლით,  ავტომანქანა „მერსედეს-ბენცით"  შემოვიდა, რომლის სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში  ნარკოტიკული ნივთიერების ,,ბუპრენორფინის" შემცველი 1400  აბი   „სუბოქსინი" (საერთო წონით 11,1992 გრ.) უკანონოდ შემოიტანა.

„შ.ჰ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ  შ.ჰ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, რითაც ნარკოტიკული საშუალება  საქართველოში შემოიტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics