15:23 - 26 May, 2019
2019-03-15 16:31:33, 555 ნახვა
სესიაშვილი - ვუერთდები სუს-ის მოწოდებას, პანიკის ხელოვნურად დათესვა უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება

 „ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას,რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განსცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხურვალეთში პანიკის საფუძველი არ არის.

პირველ რიგში, თქვენ იცით,რომ გავრცელდა სახ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადება,რომელიც არ ადასტურებს,რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართვბელოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც,შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას,რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს.

და თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო , პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია  გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სესეიაშვილმა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics