15:01 - 22 May, 2019
2019-03-15 16:14:31, 726 ნახვა
ხულორდავა - ხურვალეთში საგანგაშო არაფერი ხდება

„ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი და პირველ რიგში, ეს არის აუცილებლად სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური სტრუქტურების მიერ  და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ არ დასტურდება.

ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი . ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია აბსოლუტურად დაუშვებელი.  ამიტომ,  ერთი რისი თქმაც  ნამდვილად  შეგვიძლია არის არის ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით , რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების - ეს ინფორმაცია არ დასტურდება ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების მიერ  და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით. ასე , რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სრულიად კონტროლს ექვემდებარება სიტუაცია . სამართალდამცავები არიან ადგილზე და საგანგაშო არაფერი ნამდვილად არ ხდება.  ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში ეს უნდა იცოდნენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics