18:07 - 18 Mar, 2019
2019-03-15 16:04:18, 137 ნახვა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 180 დირექტორი და 200 საქმის მწარმოებელი გადამზადების კურსს გაივლის

თბილისში არსებული 180 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორები და ამავე ბაღების 200 საქმის მწარმოებელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის. ტრენინგები დირექტორებს ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის, ხოლო  საქმის მწარმოებლებს - ბუღალტრული მიმართულებით ჩაუტარდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღო. ტრენინგების მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, ასევე, ორგანიზაციის ქონებისა და ფინანსური სახსრების ეფექტური მართვა.

დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგებს თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს განახორციელებს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics