06:20 - 21 Apr, 2019
2019-03-15 15:57:34, 1181 ნახვა
ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება.

მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულები ამჟამად დიდ ხურვალეში მონიტორინგს ახორციელებენ, ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნევა, არც ინციდენტი დაფიქსირებულა, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, ცხელი ხაზის ჩათვლით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა კომუნიკაცია“, - წერს ერიკ ჰოეკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ტერიტორიასთან მისასვლელი გზა ქართველ სამართალდამცველებს ამ დროისთვის გადაკეტილი აქვთ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics