15:01 - 22 May, 2019
2019-03-15 15:50:16, 668 ნახვა
ბობოხიძე მოსამართლეებზე: უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები - იდიოტიზმთან გვაქვს საქმე!

„მოსამართლეები არათუ შიდა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან მოსამართლეები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასების გამო გააკრიტიკა.

„დიახ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ვენდობით, ოღონდ არ შეიძლება არ ნდობა გადაიქცეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებაში. კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ არ გავდივართ ანუ კონსტიტუცია ზოგად ნორმას აწესებს, რომ წარუდგენს იუსტიციის საბჭო. ამ ფარგლებს გარეთ არ გავდივართ. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არ ვენდობით, ვცდილობთ, რომ კანდიდატების წარდგენა ისე გაკეთდეს, რომ მათზე დამოკიდებულება და მათი მონაწილეობა იყოს ნულოვანი, იმიტომ რომ კონსტიტუცია, კანონი უკრძალავს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას და არათუ შიდაპოლიტიკური განცხადებები, არამედ უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების შეფასებები დაიწყეს. საერთოდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics