17:41 - 20 May, 2019
2019-03-14 20:11:18, 1024 ნახვა
შუახევში სოფლის საერთო კრებები გრძელდება

შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

შუახევის მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდნენ.

საერთო კრებები ზამლეთში, ნიგაზეულში, ბუთურაულში, ნენიაში, ფურტიოში, მჭედლურში, მომწვარში და ფოთელურში გაიმართა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.

 სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფელ ზამლეთში, ნიგაზეულში, ბუთურაულში, მჭედლურში, ფურტიოში ხმა მისცა გარე განათების ქსელის მოწყობას,მომწვარში სასაფლაოების შემოღობვა დასახელდა, ფოთელურში გზის რეაბილიტაცია, ხოლო ნენიაში არჩევანი გარე განათების ქსელის მოწყობასა და გზის რეაბილიტაციაზე გააკეთა.

შუახევში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






კიევში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია ჩატარდა
გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით აქციებს იწყებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics