20:44 - 26 Mar, 2019
2019-03-14 16:06:55, 342 ნახვა
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები იკვეთება. მანვე დასზინა, რომ ირაკლი კვარაცხელიას საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებდა. ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას.

„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია და რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. აღიარებით. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზს გამუდმებით წევენ. ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“,- აცხადებს სტოლტენბერგი "რუსთავი 2"-ის კითხვის საპასუხოდ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics