15:00 - 22 May, 2019
2019-03-14 15:52:55, 480 ნახვა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა.  კონკურსში გაიმარჯვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ვახტანგ ნოღაიდელმა ნაშრომით -  „ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ასპექტები“. იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ  გამარჯვებულ სტუდენტს და კონკურსში მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

 პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება. 

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღნიშნული კონკურსი გასული წლის ბოლოს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში გამოაცხადა.  სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, სამოტივაციო წერილის საფუძველზე, 20 სტუდენტი შეირჩა, რომლებმაც ტრენინგების კვირეული გაიარეს. საბოლოოდ, ფინალურ რაუნდზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი გადავიდა. მათგან საუკეთესო კი სიმბოლური საჩუქრით და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.   კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსელებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics