16:48 - 20 May, 2019
2019-03-14 15:30:50, 548 ნახვა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საერთაშორისო ორგანიზაციებს, NGO-ებსა და ობუდსმენს ციხეებში მონიტორინგის საშულება ჰქონდათ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს წამებისა პრევენციის კომიტეტს და ადამიანის უფლებების რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, ციხეებში არსებული მდგომარეობის დამოუკიდებლად და შეუფერხებლად შესწავლის საშუალება ჰქონდა.

მათივე ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებზე ხელი მიუწვდებოდა აგრეთვე სახალხო დამცველთან არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელიც დაგეგმილ და დაუგეგმავ ვიზიტებს ახორციელებდა და ვიზიტებისას ფოტო-გადაღების ნებართვაც ჰქონდა.

 

 

(NS)

„წითელი ჯვრის კომიტეტს ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე სრული წვდომა ჰქონდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გარკვეული წვდომა ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

2017 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა. ნაკლებად საშიშ პატიმრებსა და იმ პირებს, ვინც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში იხდიან სასჯელს, კანონი უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. ასევე იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუნისეფ-თან ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც არასრულწლოვან პატიმრებს დეკემბრისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში განახლდა სასწავლო კურსები დროებითი დაკავების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც დაკავებულთა ტრავმები, მათ შორის ფოტოსურათების გადაღების მეშვეობითაც, უნდა აღერიცხათ. დროებითი დაკავების ორი დაწესებულება გარემონტდა, ხოლო ოთხ დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






კიევში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია ჩატარდა
გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით აქციებს იწყებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics