16:19 - 22 Apr, 2019
2019-03-14 15:05:05, 542 ნახვა
ჯანეზაშვილი: ანგარიშში საუბარია კლანზე, ეს ხელისუფლებისთვის განგაშის საფუძველი უნდა გახდეს

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტის დასკვნაში ვერ მოხვდებოდა ინფორმაციის წყარო, რომელიც სანდო არ არის. 

ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დეპარტამენტს არასწორ ინფორმაციას უგზავნის. 

მისივე თქმით, ანგარიშში პირდაპირ საუბარია კლანზე, რაც ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა გახდეს. 

„მოსამართლე წევრების შეფასებას ვუწოდებდი, რომ ისინი ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ. ცდილობენ, რომ თავიანთი თავი დაიცვან, რადგან თავად არიან კლანის წარმომადგენლები და ბუნებრივია, მათ სხვაგვარი შეფასება ვერც ექნებოდათ. როგორ შეიძლება, ვერ ენდო ასეთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწოდებენ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი. თუ სანდო არ არის ინფორმაციის წყარო, ეს ანგარიშში ვერ მოხვდება. ანგარიშზე საუბარია კლანზე, ლევან მურუსიძის დანიშვნაზე, რომელიც ფორსირებული იყო. ანგარიშში საუბარია კლანზე, ეს ხელისუფლებისთვის უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რომ მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც სასამართლო სისტემასა და საბჭოში კლანის არსებობას შეზღუდავს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics