13:01 - 19 May, 2019
2019-03-14 14:42:39, 471 ნახვა
დედა ენის ბაღსა და 9 მარტის ბაღებს შორის, ხიდის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზაარბრიუკენის ხიდის, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მათივე ცნობით,  დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის

„ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსები N20 და N23 ზაარბრიუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის ქუჩას დაუკავშირდებიან, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

სხვა ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ხიდის ქუჩიდან ჩაუხვევენ იუსტიციის სახლისკენ, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ავლენ პანდუსზე, საიდანაც ზაარბრიუკენის ხიდს დაუკავშირდებიან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics