16:04 - 26 May, 2019
2019-03-14 14:03:53, 637 ნახვა
გოცირიძე კვარაცხელიას გარდაცვალებაზე: ეს არის რუსეთისადმი ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება ყოველდღიურ პრობლემად იქცა.

როგორც გოცირირძემ აღნიშნა, გატაცებების ფონზე საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში არჩეულ კურსს - ე.წ. დათმობის პოლიტიკას არ ცვლის. 

"ფაქტია, რომ სიკვდილი მოჰყვა ამ ახალგაზრდის გატაცებას და ეს უკვე გახდა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური სატკივარი გატაცება წამება. ის, რომ ხელისუფლება არ იღებს შესაბამის ზომებს, ტატუნაშვილის სიაში ერთი რუსიც კი არ არის შეტანილი და მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები არინ მოქცეული. ხელისუფლება არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს და ეს სწორედ არის რუსეთისადმი ამ ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი“, -განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივების თქმით, კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, საბუთების შესადგენად ირაკლი კვარაცხელია სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში გადაიყვანეს. 

"ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი კვარაცხელია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics