03:06 - 24 Mar, 2019
2019-03-14 13:24:08, 306 ნახვა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 12-13 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რის საფუძველზეც  გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.  აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.

მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics