16:07 - 22 May, 2019
2019-03-14 13:21:22, 462 ნახვა
ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობამ ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური  ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.  

პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზედაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინებისცენტრალური ქსელი მოეწყობა.   

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

„გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, მათ შორის,ბერთუბანში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობასახორციელებს. აღნიშნულ დასახლებას წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს B & B ახორციელებს, მაისში  დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597 695 ლარი გამოიყოფა. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics