13:33 - 19 May, 2019
2019-03-14 13:16:18, 448 ნახვა
ქაცარავა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ყურადღებით ვეცნობით და ვითვალისწინებთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს.

როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს ყურადღებით ვეცნობით და ვითვალისწინებთ. ანგარიში არ არის შეფასებითი ხასიათის, ის ეყრდნობა გარკვეული ორგანიზაციების შეფასებებს. ეს არის მოსაზრებების კომპილაცია. ამ რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ და გვეხმარება, რომ დაგეგმილი რეფორმები წარმატებით განვახორციელოთ“, – განაცხადა ქაცარავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics