13:13 - 19 May, 2019
2019-03-14 12:44:56, 534 ნახვა
ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის „ენერგეტიკა და გარემო" ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები.

„ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნისთვის, იგი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას, ხოლო ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე საქართველოში," - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან მომავალი კადრების სტაჟირების და შემდეგ მათი დასაქმების მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ენერგეტიკაში განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე დღის წესრიგში დგება ახალი პროფესიების მომზადების საკითხი, რისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქვეყნის უმაღლეს სკოლებში. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რამაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული კომპანიების, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის", „თელასის", „საქრუსენერგოს" წარმომადგენლები, რომლებმაც დააწესეს სპეციალური ჯილდოები კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტებისთვის. სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics