02:59 - 24 Mar, 2019
2019-03-14 11:23:19, 261 ნახვა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს

 სოფო კილაძე სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იოჰანეს კარსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელს, ნილს შმიდს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ კუთხით. ქართულმა მხარემ გერმანულ მხარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტი და იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობასა და გერმანული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის ათვისების განსაკუთრებულ უპირატესობებზე, ქართული პროდუქციის გერმანულ ბაზარზე პოპულარიზებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების დამყარებაზე

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics