15:30 - 22 May, 2019
2019-03-14 00:07:00, 651 ნახვა
სახელმწიფო დეპარტამენტი - არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს, რაც შემაშფოთებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს ამგვარ პრაქტიკას, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას მთვარობის ოფიციალური პირები მიმართავდნენ. 2017 წლის მაისში, პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნავს, რომ ეფექტური ბრძოლა წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფორმებთან ქვეყნის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, მან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ შემთხვევებზე 6 საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. მათ ასევე 10 საჩივარი შეიტანეს მსგავს შემთხვევებზე, რომლებიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ იყო ჩადენილი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics