15:22 - 26 May, 2019
2019-03-13 23:50:14, 638 ნახვა
მურუსიძის დანიშვნა, კლანური მმართველობა და კორუფცის ნიშნები - სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. 

ანგრიშის თანხმად, დეპარტამენტის შეშფოთებას იმ არასამთავრობო ორგანიზციების განცხადებები იწვევს, რომლებიც სასამართლოში ე.წ. კლანურ მმართველობაზე საუბრობენ. 

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვებიც განაგრძობდნენ შეშფოთების გამოხატვას სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. წლის განმავლობაში მათ გამოყვეს პრობლემები, მათ შორის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერების თაობაზე, რომელიც შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებით, სასამართლოს თავმჯდომარეებით, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და წინააღმდეგობას უწევდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებს. საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა ლევან მურუსიძე, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამან გამოიწვია კრიტიკა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადანაშაულა "ქართული ოცნება" სასამართლოს რეფორმირების ნების არ ქონაში. 24 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა უზენაესი სასამართლოს 10 სადაო კანდიდატი დაასახელა. სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა დაადანაშაულა კანდიდატები, რომლებიც სავარაუდოდ სამოქალაქო სექტორის მიერ კლანად წოდებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მჭიდროდ ასოცირებულები ან მისი წევრები არიან. ისინი გამოდიან კრიტიკით რომ დასახელების პროცედურა გამჭვირვალე არ იყო და არც შერჩევის კრიტერიუმი არ იყო მკაფიო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაღალი დონის კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორებად დაასახელეს ძალაუფლების გადანაწილება და მათზე კონტროლის სუსტი მექანიზმი და ძალოვანი უწყებების დამოუკიდებლობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მექრთამეობა ძალიან იშვიათია. საერთშორისო გამჭვირვალობა კორუფციას ქვეყნის სერიოზულ პრობლემად ასახელებს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics