18:08 - 18 Mar, 2019
2019-03-13 19:28:38, 228 ნახვა
„აუცილებლად გავასაჩივრებთ“ - რუსუდან გოცირიძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციულად მიიჩნევს.

სესიაშვილი საკანონმდებლო ორგანოს იმ ნორმის გაუქმებას სთავაზობს, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას საუბარი არ ეხება.

„ზედაპირზე დევს აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არ შეესაბამება არც ჩვენს კანონმდებლობას, არც კონსტიტუციას და არც იმ სულისკვეთებას, რომელიც წესით გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიულ ქვეყნად ვაშენებთ, რომელსაც ვაშენებთ სეკულარულ და დამოუკიდებელ ქვეყნად. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინციატივას წარმატებული გაგრძელება არ ექნება. აუცილებლად გავასაჩივრებთ. ვფიქრობ, რომ იურისტებს დიდი წვალება არ დასჭირდებათ საკონსტიტუციო სასამართლოში. უცნაურად საეჭოდ ემთხვევა მსგავსი ინიციატივები და მოვლენები იმ პროცესებს, რაც ეხლა მიმდინარეობს პარლამენტში, იმ სიგნალებს, რომ უნდა ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის შესახებ კანონზე იმუშაოს. ერთ-ერთი არგუმენტი შეიძლება ეს მოვლენაც იყოს“, - განაცხადა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს რუსუდან გოცირიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics