12:38 - 19 May, 2019
2019-03-13 17:21:04, 594 ნახვა
ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში  ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში „APLF” მიიღებს მონაწილეობას.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა, რომელიც  13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 23 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვეში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „გეფერინი“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ გამოფენაში, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics